რუსი ოფიციალური პირი ხედავს ირანში სამხედრო ესკალაციის საფრთხეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის შეფასებით, ირანის გარშემო დაძაბულობას უკავშირდება სამხედრო დაპირისპირებისა და შეერთებული შტატების თავდასხმის „რეალური საფრთხე“. ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა გაზეთ „კომერსანტის“ ვებსაიტზე, პატრუშევი ამბობს, რომ „არსებობს კონფლიქტის სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობა და ისრაელი აქეთკენ (ესკალაციისაკენ) უბიძგებს შეერთებულ შტატებს“. პატრუშევმა აღნიშნა ასევე, რომ ჯერ „არავის დაუმტკიცებია ირანის ბირთვულ პროგრამაში სამხედრო კომპონენტის არსებობა“.