მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურები კენიაში იმყოფებიან

სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურები კენიაში იმყოფებიან. ცნობების თანახმად, მეზღვაურებს საპორტო ქალაქ ბომბასაში დახვდა საქართველოს დელეგაცია. ქართველი მეზღვაურები ავიაკომპანია „აირზენის“ საგანგებო რეისით, 14 იანვრამდე დაბრუნდებიან სამშობლოში.