პოლიციამ ტაჯიკ აქტივისტზე თავდასხმის გამოძიება დაიწყო

მოსკოვის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტაჯიკი აქტივისტისა და ჟურნალისტის დაჭრის ფაქტზე. დოდოჟან ატოვულოევი მოსკოვში, ხუთშაბათს დანით დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით დაჭრილს ჩაუტარდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ დააკავა ჟურნალისტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი. დღის ბოლო პოლიციის გამომძიებლები აპირებენ, რომ დაკითხონ მოსკოვის ჰოსპიტალში მყოფი ატოვულოევი, რომელიც ტაჯიკეთის ოპოზიციურ გაზეთ „ჩაროღი რუზის“ რედაქტორია. გამოცემა ხმამაღლა აკრიტიკებს ტაჯიკეთის ავტორიტარულ პრეზიდენტ ემომალი რახმონოვის პოლიტიკას.