ყახაზეთში დღეს წინასაარჩევნო „დუმილის დღეა“

ყახაზეთში, სადაც კვირას ვადამდელი საპარლამენტო არჩვენები იმართება, დღეს „სიჩუმის დღეა“ - აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. არჩევნებში მონაწილეობას ღებულობს შვიდი პოლიტიკური პარტია. მათ შორის - „ნურ ოტანი“, რომელსაც პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი უდგას სათავეში, დემოკრატიული პარტია „აკ ჟოლო“, კომუნისტური პარტია. პატრიოტების პარტია და საერთოეროვნული სოციალ-დემოკრატიულ პარტია. 15 იანვარს საპარლამენტო არჩევნები ორ ეტაპად გაიმართება. 98 მანდატის ვინაობა გაირკვევა პარტიული სიებით ჩატარებულ არჩევნებში. დარჩენილ 9 ადგილის მფლობელს კი მომდევნო დღეს სახალხო ასამბლეა, ნურსულთან ნაზარბაევის საკონსულტაციო ორგანო დაასახელებს. ნავთობით მდიდარ ყაზახეთში 17 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად კი ქვეყნის ბიუჯეტიდან 55 მილიონი დოლარი დაიხარჯება.