ყაზახეთში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც ერთპარტიული მმართველობა მრავალპარტიულით უნდა შეცალოს. არჩევნებში მონაწილეობს შვიდი სუბიექტ: პარტია „ნურ ოტანი“, რომელსაც პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი უდგას სათავეში, დემოკრატიული პარტია „აკ ჟოლო“, კომუნისტური პარტია, პატრიოტების პარტია და საერთოეროვნული სოციალ-დემოკრატიულ პარტია. 15 იანვარს საპარლამენტო არჩევნები ორ ეტაპად გაიმართება. 98 მანდატის ვინაობა გაირკვევა პარტიული სიებით ჩატარებულ არჩევნებში. დარჩენილ 9 ადგილის მფლობელს კი მომდევნო დღეს სახალხო ასამბლეა, ნურსულთან ნაზარბაევის საკონსულტაციო ორგანო დაასახელებს. ნავთობით მდიდარ ყაზახეთში 17 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად კი ქვეყნის ბიუჯეტიდან 55 მილიონი დოლარი დაიხარჯება.