აშშ-მ ყაზახეთის არჩევნები არადემოკრატიულად სცნო

ამერიკა დაეთანხმა ევროპელი დამკვირვებლების მიერ გაკეთებულ შეფასებას ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათვამია, რომ 15 იანვარს ჩატარებული არჩევნები ”არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს”. სახელწმიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ყაზახეთის მთავრობას შექმნას პირობები ამ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად.