ავღანეთში თავდასხმამ ექვსი სამოქალაქო პირი შეიწირა

ავღანეთიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ყანდაარის აეროპორტში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. ყანდაარი სამხრეთ ავღანეთში მდებარეობს და მის აეროპორტს სამხედრო ბაზად იყენებენ ამ რეგიონში აშშ-ისა და ნატოს ოპერაციებისათვის. ოფიციალური პირების ცნობით, იერიში მოეწყო აეროპორტის შესასვლელის მახლობლად. წინა დღეს, ოთხშაბათს, 16 ადამიანი შეიწირა თავდასხმებმა ყანდაარის მეზობელ ჰელმანდის პროვინციაში.