„ფეისბუკში“ შეიქმნა ჯაბა იოსელიანის პანთეონიდან გადასვენების მომხრეთა ჯგუფი

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ შეიქნა ჯგუფი სახელწოდებით „გადავასვენოთ ჯაბა იოსელიანი პანთეონიდან“. ჯგუფს ამჟამად 2100-ზე მეტი წევრი ჰყავს. ჯაბა იოსელიანი - გასამხედროებულ ფორმირება „მხედრიონის“ ყოფილი ლიდერი და 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი - 76 წლის ასაკში გარადიცვალა 2003 წლის 4 მარტს. ის თბილისში, დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. „ფეისბუკში“ შექმნილი ჯგუფის ინიციატორები ავრცელებენ საგანგებო განცხადებას კულტურის მინისტრის, ნიკა რურუასა და თბილისის მერის, გიგი უგულავას სახელზე მოწოდებით, პანთეონიდან გადასვენებულ იქნეს ჯაბა იოსელიანი. მას მიმართვაში უწოდებენ „თბილისის ომის მთავარ ორგანიზატორსა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურების მონაწილეს“, რომელიც არ უნდა განისვენებდეს პანთეონში ისეთი მოღვაწეების გვერდით, როგორიც იყვნენ ლადო ასათიანი, ტერენტი გრანელი, პაოლო იაშვილი, ელენე ახვლედიანი და სხვები.