თალიბანმა პაკისტანელი ჯარისკაცების დახოცვის კადრები გაავრცელა

თალიბმა მეამბოხეებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც 15 პაკისტანელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯაა ნაჩვენები. დახოცილი ჯარისკაცების გვამები იანვრის დასაწყისში პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში იპოვეს. თალიბანის პაკისტანის ფრთამ „ტეჰრიკ ე თალიბანმა“ აიღო პასუხისმგებლობა ჯარისკაცების დახოცვაზე. პაკისტანის სასაზღვრო პოლიციის წევრები ღამის რეიდის დროს, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ტანკთან მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტიდან გაიტაცეს. შაბათს გავრცელებულ ორ-წუთნახევრიანი ვიდეოზე ჩანს თვალებახვეული და ხელფეხ-შეკრული ჯარისკაცები, რომლებსაც აკ -74 ის წარმოების ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით ხოცავენ თალიბი მებრძოლები. მანამდე ტყავის კოსტუმში გამოწყობილი თალიბი მეთაური კადრში ამბობს, რომ მათმა ჯგუფმა შური იძია პაკისტანის ხაიბერის რაიონში დახოცილი თალიბი მებრძოლების გამო.