მაშველებმა კიდევ ერთ გვამს მიაგნეს სამგზავრო ლაინერ „კოსტა კონკორდიაზე“, რომელიც 13 იანვარს იტალიის დასავლეთ სანაპიროზე მეჩეჩზე დაჯდა და გადატრიალდა. ნაპოვნია ხანდაზმული ქალის გვამი, რითაც დაღუპულთა რაოდენობამ 16-ს მიაღწია. დაკარგულად ითვლება სულ მცირე 18 ინდივიდი. კატასტროფის მომენტში გემზე 4,200-მდე მგზავრი იმყოფებოდა. კაპიტანი ფრანჩესკო სკეტინოს ბრალკი ედება მრავალი ადამიანის დაღუპვაში. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურორებმა შესაძლოა გამოძება გააფართოვონ და მასში იმ კომპანიის მენეჯერებიც ჩართონ, რომელიც ამ გემის მფლობელია.