რა განაპირობებს ნდობის ხარისხს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ?

თამარ ჩუგოშვილი, დავით ასათიანი

ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა კვლევა - ”მართლმსაჯულების სისტემის მიმართ არსებული დამოკიდებულება საქართველოში”. ნაშრომი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ არის მომზადებული და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით განხორციელდა. კვლევაში მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების უამრავი ასპექტია ასახული - იქნება ეს სანდოობა თუ სისტემის შესახებ ინფორმირებულობა. კვლევის ავტორებმა შეისწავლეს იმ ადამიანების დამოკიდებულებაც, ვინც სამართლის სფეროსთან პროფესიულად არის დაკავშირებული. ნინო გელაშვილმა კვლევის შედეგებზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და ორგანიზაციის - ”ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” - თავმჯდომარე დავით ასათიანი.


Your browser doesn’t support HTML5

საუბარი თამარ ჩუგოშვილთან და დავით ასათიანთან