მოსამართლე გარსონის მხარდამჭერთა დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა

ესპანელი მოსამართლის, ბალტასარ გარსონის მხარდასაჭერად დღეს ქუჩაში გავიდა ათასობით ადამიანი. 56 წლის გარსონს ბრალად ედება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება საქმეში, რომელიც 1936-1939 წლებში, გენერალ ფრანკოს დიქტატურის და სამოქალაქო ომის პერიოდში,114 ათასი ადამიანის უგზო- უკვლოდ დაკარგვას ეხება. გარსონმა მსოფლიოში სახელი მოიხვეჭა, როცა ჩილის დიქტატორის პინოჩეტის აქსტრადიციას მიაღწია.