იემენში 11 მებრძოლი მოკლეს

იემენის სამხრეთში, ავიადარტყმების შედეგად მოკლეს 11 მებრძოლი. თვითმხილველთა თქმით უპილოტო თვითმფრინავმა იერიში მიიტანა ორ მანქანაზე, რომლითაც მებრძოლები გადაადგილდებოდნენ. თვითმფრინავების მესაკუთრის ვინაობა უცნობია. წინასწარი მონაცემებით დაღუპულთა შორისაა ”ალ-ყაიდის” ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები. ამ ორგანიზაციის მებრძოლები განსაკუთრებით აქტიურები არიან იემენში.