მოსამართლე ბალტასარ გარსონის საქმე არ დაიხურება

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა, დახუროს მოსამართლე ბალტასარ გარსონის საქმე. გარსონს უფლებამოსილების გადაჭარბებაში ედება ბრალი. მას ადანაშაულებენ, რომ დიქტატორ ფრანკოს რეჟიმის დროს, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, ხალხის ხოცვა-ჟლეტის საქმის გამოძიების ნება მას არ ჰქონდა, რადგან ეს დანაშაული 1977 წლის ამნისტიით გაბათილდა. გარსონი პოპულარი გახდა 1998 წელს, როცა ჩილეს დიქტატორის, პინოჩეტის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა.