ექვსმხრივი შეხვედრა ოკუპირებულ გალში

Your browser doesn’t support HTML5

საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით გამართულ გალის შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ენგურის ხიდთან შეკრებილ ჟურნალისტებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ქართველი მღვდელმონაზვნის, იონას გაუჩინარების ფაქტი იყო. სოხუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სასულიერო პირი მათ არ დაუკავებიათ.