ბაჩო ახალაია ლეონ პანეტას შეხვდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია იმყოფება ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების და ალიანსის 20 პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ავღანეთში არსებული ვითარებაა. თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სალომე მახარაძემ Civil.ge-ს განუცხადა, რომ მინისტერიალის ფარგლებში ბაჩო ახალაია აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტას შეხვდება.