ევროპაში მატულობს ყინვების მსხვერპლთა რიცხვი

ევროპაში 200-ს გადაჭარბა ძლიერი ყინვების მსხვერპლთა რიცხვმა. ზოგი წყაროს ცნობით, გარდაცვლილების რაოდენობა უკვე 300-ს აღემატება. ყველაზე მძიმეა ვითარება უკრაინაში, სადაც წუხელ კიდევ ცხრა ადამიანი გაიყინა. ამ დროისთვის უკრაინაში გარდაცვლილთა რიცხვია 131, მათი უმრავლესობა უსახლკაროები იყვნენ. საავადმყოფოებში მკურნალობენ 1800-მდე პირს. ბრიტანეთში თოვლმა დაფარა ცენტრალური და დასავლეთის რეგიონები. ლონდონში ჰიტროს აეროპორტმა რეისების 50 პროცენტი გააუქმა. ბოსნიაში დღეს ვერტმფრენები გამოიყენეს ავადმოყფების ევაკუაციისათვის და გარე სამყაროს მოწყვეტილ დასახლებებში სურსათის ჩასატანად.