ანატოლი ბიბილოვი კენჭს აღარ იყრის

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ხელახლა დანიშნულ არჩევნებში. მან სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა, უარი თქვან 25 მარტს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობაზე და მხარი დაუჭირომ იმ პოლიტიკურ ძალებს, ”რომლებიც შესძლებენ სამხრეთ ოსეთის საზოგადოების გაერთიანებას”.