ჯიოევას მდგომარეობა კვლავ მძიმეა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატ, ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევას გონება დაუბრუნდა, მაგრამ მისი მდგომარეობა მძიმედ რჩება - განაცხადეს დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ექიმების თქმით ახლა წყდება მისი ტრანსპორტირების საკითხი რუსეთის სამედიცინო დაწესებულებაში. წინასწარი ინფორმაციით ჯიოევას ინსულტი დაემართა მას შემდეგ, რაც ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა მისი შტაბი ცხინვალში შტურმით აიღეს.