რადიოჟურნალი - 918-ე გამოშვება

ოშკი

ყოველკვირეულ რადიოჟურნალ „მეათე სტუდიაში“ დღეს, პირველი სიუჟეტი ეძღვნება კულტურის სამინისტროს და საპატრიარქოს შორის აზრთა სხვადასხვაობას იშხანის და ოშკის ტაძრების გადარჩენის მიღწევის გზების თაობაზე. დაგასწრებთ ასევე პრეზენტაციას, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამართა სახელწოდებით: ”საქართვლოს ოკუპაციის ისტორია და ადამიანები“. „მეათე სტუდიის“ თემაა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის გარშემო დისკუსია გორში. ბოლოს მოისმენთ ერთი ბოსნიური ოჯახის შესახებ, რომლის სამი წევრი, სამ სხვადასხვა, მტრულ არმიაში იბრძოდა.