თურქმენეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

თურქმენეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ეჭვს თითქმის არ იწვევს ის, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუხამედოვი, დაამარცხებს დანარჩენ შვიდ, შედარებით უცნობ კანდიდატს. თავად ბერდიმუხამედოვი ხმის მისაცემად აშხაბადის ერთ-ერთ უბანზე მამასთან, ვაჟთან და შვილიშვილთან ერთად მივიდა. მან მამას, როგორც ოჯახის უფროსს, საშუალება მისცა ბიულეტენი პირველს ჩაეგდო ყუთში. როგორც იუწყებიან, ხმა დანარჩენმა შვიდმა კანდიდატმაც მისცა.