საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, სლოვაკიის, სლოვენიისა და მალტის საკრედიტო რეიტინგები შეამცირა. ამას გარდა, ნეგატიურამდე შემცირდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ავსტრიის რეიტინგის პროგნოზი. სააგენტო Moody's-ს მიაჩნია, რომ ცვლილება დაკავშირებულია ფინანსურ და მაკროეკონომკურ რისკებთან, რომლებიც ევროზონაში მიმდინარე საკრედიტო კრიზისს მოჰყვა.