სარკოზი დღეს ოფიციალურად შეუერთდება საპრეზიდენტო მარათონს

დღეს ნიკოლა სარკოზი ოფიციალურად შეუერთდება საფრანგეთის საპრეზიდენტო მარათონს. არჩევნების პირველი ტური 22 აპრილს ჩატარდება. საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ სარკოზი კონკურენციას გაუწევს მის მთავარ კონკურენტს - სოციალისტური პარტიის კანდიდატ ფრანსუა ჰოლანდს. სარკოზის 2007 წლიდან უკავია პრეზიდენტის პოსტი.