ტაილანდის პოლიცია ეძებს კიდევ ორ აფეთქებაში ეჭვმიტანილს

ტაილანდის პოლიცია აცხადებს, რომ ეძებს კიდევ ორ პირს, ვინც ისრაელელი დიპლომატების აფეთქების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. ბანგკოკის პოლიციის კომისარმა ვინაი თონგსონმა განაცხადა, რომ, შესაძლებელია, ეს ორი ეჭვმიტანილი წვრთნიდა იმ სამ ირანელს, რომელიც აფეთქების მცდელობისთვის უკვე დაკავებულია. პოლიციას აქვს ფარული ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც ჩანს როგორ ტოვებს ორი პირი შენობას, სადაც იმავე დღეს, მოგვიანებით აფეთქება მოხდა.