ავღანეთში პოლიციელი მოკლეს

ავღანეთიდან გავრცელებული ცნობებით, პოლიციელი დაიღუპა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში. დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი სამოქალაქო პირი და ორი პოლიციელი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ეჭვი აქვთ თალიბანის მებრძოლებზე. ავღანეთში თალიბების მმართველობის წლებში, 1996-2001 წლებში, ყანდაარი იყო ქალაქი, საიდანაც ქვეყანას მართავდნენ.