ლეიბორისტები პოლიტიკურ პარტიებს ეროვნული თანხმობის დეკლარაციაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებენ

ავღანეთიდან ქართველი სამხედროების გასაყვანად პოლიტიკურ პარტიებს საერთო ეროვნული თანხმობის დეკლარაციაზე ხელმოწერისკენ მოუწოდა დღეს ლეიბორისტულმა პარტიამ. მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ”ვინც დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ქვეყნის მტერი იქნება.” ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ავღანეთში ჯარისკაცები გაგზავნილი ჰყავს საქართველოში ძალაუფლების შესანარჩუნებლად.