სტროს-კანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

საფრანგეთის ქალაქ ლილის პოლიციამ თავის განყოფილებაში ორდღიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა დომინიკ სტროს-კანი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი დირექტორი. სტროს-კანს დაჰკითხავდნენ იმ გახმაურებული საქმის გამოძიების გამო, რომელიც სექსუალურ მომსახურეობას, ამ სფეროში გარიგებებს და სუტენიორობას ეხება. დაკავებულია რვა ეჭვმიტანილი. ადრე დაკითხეს მეძავები, რომლებთანაც სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა სტროს-კანს. მარტში მას სასამართლო გამოიძახებს და გადაწყვეტს, აქვს თუ არა საკმარისი მასალა მისი ბრალდებისთვის. სტროს-კანი ნიო იორკში დააკავეს შარშან სასტუმროს მოსამსახურე ქალის გაუპატურების მცდელობის გამო. ამ ბრალდებას მისი გადადგომა მოჰყვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტიდან.