პარლამენტთან ვეტერანმა მფრინავებმა საპროტესტო აქცია გამართეს

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს ვეტერანმა მფრინავებმა. მათი განცხადებით, პრეზიდენტის მიერ 2005 წელს ხელმოწერილი განკარგულებით, ვეტერან მფრინავებს ყოველთვიურად უნდა მიეღოთ 490-დან 560 ლარამდე კომპენსაცია, თუმცა განკარგულება დღემდე არ შესრულებულა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ "მიხეილ სააკაშვილმა განკარგულებას მარჯვენა ხელით მოაწერა, მარცხენათი კი სანაგვეში გადააგდო."