გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო სირიასთან დაკავშირებით იმსჯელებს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო აპირებს მიმართოს სირიის ხელისუფლებას და მოუწოდოს შეწყვიტოს რეპრესიები მშვიდობიანი მოსახლეების წინააღმდეგ და შექმნას პირობები ქალაქ ჰომსში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მისაწოდებლად. რეზოლუციის პროექტში, რომელსაც კენჭს დღევანდელ საგანგებო სხდომაზე უყრიან კენჭს, აღინიშნება, რომ სირიაში ადამიანის უფლებების სისტემურმა დარღვევამ ქვეყანაში ჰუმანიტარული ვითარების გაუარესება გამოიწვია.