ევროკავშირის ელჩები ტოვებენ ბელორუსიას

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა თავის ელჩებს იწვევს ბელორუსიიდან. ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ბელორუსიის პრეზიდენტმა ქვეყნის დატოვება მოსთხოვა ევროკავშირისა და პოლონეთის ელჩებს. ლუკაშენკას ამ გადაწყვეტილების საბაბი კი იყო ის, რომ ევროკავშირის საბჭომ სანქციები გაუხანგრძლივა ბელორუსიის პრეზიდენტთან და მთავრობასთან დაკავშირებულ პირებს ამ ქვეყანაში ოპოზიციის დევნის გამო. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი სავინიხმა ევროკავშირი ”უსირცხვილო ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებაში” დაადანაშაულა.