საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ოფიციალურად გააუქმა

პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა, ცალმხრივი წესით გაუქმრბულიყო სავიზო რეჟიმი რუსეთთან უკვე რეალიზებულია. "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა პრეზიდენტის 28 თებერვლის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ. ბრძანებულება უკვე ძალაშია.