ბრიუსელში გაიმართა გიორგი ბარამიძისა და შტეფან ფიულეს შეხვედრა

ბრიუსელში გაიმართა საქართველოს მთავრობის ვიცე პრემიერის გიორგი ბარამიძის შეხვედრა ევროკომისართან გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულესთან. მათ ხელი მოაწერეს ევროკავშირის დახმარების პროგრამის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული „სისხლის სამართლის რეფორმის სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის“ საფინანსო შეთანხმებას, რომელიც საქართველოსთვის 18 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.