ტაჯიკეთის მთავრობამ ინტერნეტის მუშაობა შეაჩერა

ტაჯიკეთის მთავრობის შაბათის განკარგულებით ინტერნეტის პროვაიდერებისადმი, შეჩერდა სოციალური ქსელის, ფეისბუკის და სხვა დამოუკიდებელი მედია გამოცემის უებ საიტების მუშაობა. ინტერფაქსი იუწყება, რომ მთავრობის ნაბიჯი მოჰყვა ერთ-ერთი საიტის მიერ სტატიის გამოქვეყნებას, სადაც ნათქვამი, იყო, რომ პრეზიდენტი ემომალი რახმონი, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას. ამავე ცნობით, ერთ-ერთი პროვაიდერის თანახმად, მთავრობის კომუნიკაციის სამსახურმა სიტყვიერი განკარგულება გასცა, გამორთული იქნეს ფეისბუკი, ტაჯიკნიუსი და სხვა საიტები. კომუნიკაციის სამსახურს კომენტარი არ გაუკეთებია.