აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა

ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო ალექსანდრე ტუღუში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოინახულა უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში, სადაც ვიცე-პოლკოვნიკი ტუღუში რეაბილიტაციისთვის იმყოფება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი სამხედრო-სამედიცინო ცენტრში 2 მარტს იმყოფებოდა. ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაიჭრა, ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობდა.