იემენის მთების სამხრეთ ნაწილში, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების შეტევის შედეგად ალ-ყაიდის სულ მცირე 18 მებრძოლი დაიღუპა. დარტყმები მებრძოლების ბაზებზე პროვინცია აბიანში განხორციელდა. გასულ პარასკევსა და შაბათს ექსტრემისტების პოზიციებზე ავიადარტყმებს იემენის სამხედრო შენაერთები ახორციელებდნენ. გავრცელდა ინფორმაცია 33 მებრძოლის დაღუპვის შესახებ.