თურქეთში მშენებლობაზე გაჩენილ ხანძარს 14 მუშა შეეწირა

თურქეთში, სტამბოლის გარეუბანში მომხდარ ძლიერ ხანძარს სულ მცირე 14 მუშა შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარი ორშაბათს გამთენიისას, სუპერმარკეტის მშენებლობაზე სწორედ იქ გაჩნდა, სადაც მუშებს ეძინათ. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ხანძრის მიზეზად მოკლე ჩართვა იქცა, რის შედეგადაც გამათბობელს ცეცხლი წაეკიდა.