განათლების მულტიმედიის ცენტრი

Your browser doesn’t support HTML5

14 მარტს თბილისში გაიხსნა „განათლების მულტიმედიის ცენტრი“, რომელიც პროფესიული ჟურნალისტიკის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო დაწესებულება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის, G-MEDIA-ს ფარგლებში გაიხსნა. პროგრამას ”საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის საბჭო” (IREX) ახორციელებს. ცენტრის ძირითადი ბენეფიციარები საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლა და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ახლადდაფუძნებული სკოლაა.