გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს დასრულდება

ერთიანი ეროვნული, პედაგოგთა სასერტიფიკაციო, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს 19:00 საათზე დასრულდება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა საიტზე www.naec.ge ან online.naec.ge-ზე შეუძლიათ. წელს პირველად, ყველა ტიპის გამოცდებისთვის რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით განხორციელდა.