ამერიკელ სერჟანტს 17 ადამიანის მკვლელობისთვის წაუყენებენ ბრალს

ამერიკელ სერჟანტს რებერტ ბეილზს ბრალს წაუყენებენ 17 ადამიანის მკვლელობასა და 6 ადამიანის მკვლელობის მცდელობისათვის. საუბარია ამერიკელ ჯარისკაცზე, რომელმაც 11 მარტს ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, ცეცხლი გაუხსნა. იმ შემთხვევაში, თუკი სერჟანტი დამნაშავედ ცნეს, მას სავარაუდოდ სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა ელის. ის სამხედრო ციხეში შტატ კანზასში იმყოფება. ცოტა ხნის წინ ადვოკატთან საუბრისას მან თქვა, რომ არ ახსოვს რა მოხდა 11 მარტს.