სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია თბილისის ექვს მოედანზე

31 მარტს თბილისში სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია იწყება. დედაქალაქის ექვს მოედანზე ერთდროულად ექვსი ჯაჭვი შეიკვრება. ეს სიმბოლური ხასიათის აქცია მიზნად სამოქალაქო პოზიციისა და სოლიდარობის გამოხატვას ისახავს. დღის სამი საათიდან ყველა მოქალაქეს თავისი სურვილისამებრ შეეძლება ნებისმიერ ჯგუფთან შეერთება. ”თბილისის ჰამქარი”, ”მედია კლუბი”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”მწვანე ალტერნატივა”, სტუდენტების ჯგუფი სააკაძის მოედანზე ადამიანის უფლებებს დაიცავენ, მარჯანიშვილის მოედანზე გარემოს დაცვას მოითხოვენ, ავლაბრის მოედანზე - თავისუფალი მედიის, ვაკის პარკთან - განათლების უფლების დაცვას, მრგვალ ბაღთან - სამართლიან არჩევნებს, თავისუფლების მოედანზე კი, აქცია ”გაამაგრე გუდიაშვილის” ფარგლებში, - კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას. 31 მარტის აქციების შესახებ რადიო თავისუფლება სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ”თბილისის ჰამქრის” წარმომადგენელს, არქიტექტორ ცირა ელისაშვილს ესაუბრა.

Your browser doesn’t support HTML5

სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია თბილისის ექვს მოედანზე