საფრანგეთში დღეს დააკავეს 20 პირი

საფრანგეთის პოლიციამ რეიდები განახორციელა და დღეს დააკავა 20 პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ისლამისტ ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან კავშირში. რეიდი განხორციელდა ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ტულუზაშიც, სადაც მიმდინარე თვეში მოჰამედ მერამ ორი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი მოკლა, მოგვიანებით, 22 მარტს კი სამართალდამცავებმა მოკლეს მოჰამედ მერა. დღეს რეიდი განხორციელდა ქალაქ ნანტშიც. პოლიციის განცხადებით, დღევანდელი დაკავება ”პირდაპირ” არ უკავშირდება მოჰამედ მერას მიერ ჩადენილ დანაშაულს. ოპერაციის მიზანი ექსტრემისტული ქსლების დაშლაა.