თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარედ დეპუტატი ვალერი ბგანბა აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამ პოსტზე წარმოდგენილმა მეორე კანდიდატმა, აფხაზეთის „სახალხო ერთობი ფორუმის“ ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მხოლოდ 11 ხმა მოაგროვა. ხმების დათვლის შემდეგ, რაულ ხაჯიმბამ მიულოცა ვალერი ბგანბას სპიკერის პოსტზე არჩევა.