ბათუმში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე გაზის ბალონის აფეთქების შედეგად 15-მდე ადამიანი დაშავდა - იუწყება "ინტერპრესანიუსი". სააგენტოს ცნობით აფეთქებამ 5-სართულიან კორპუსს ბზარები გაუჩინა. დაშავებულთაგან უმრავლესობას სერიოზული დაზიანებები აქვს. ადგილზე მუშაობდნენ სამედიცინო და სახანძრო დახმარების ბრიგადები. მიმდებარე ქუჩა გადაკეტილია.