რადიოჟურნალი - 926-ე გამოშვება

სოფელი არეშფერანი

"მეათე სტუდიაში" დღეს ვისაუბრებთ საქართველოში ფსიქიატრიული სამსახურის ნაკლოვანებებზე და წინადადებებზე მის გასაუმჯობესებლად. გიამბობთ არეშფერანზე - ლაგოდეხის რაიონში მდებარე სოფელზე, რომელიც საძოვრის გარეშეა დარჩენილი. გამოვეხმაურებით რუსი საბჭოთა დისიდენტის, ლევ კოპელევის დაბადების მე-100 წლისთავს. ბოლოს გიამბობთ რეცეპტების ერთ უჩვეულო კრებულზე, რომელიც 20 წლის წინ შეიქმნა ალყაშემორტყმულ სარაევოში.