ნიგერიაში მანქანის აფეთქებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ოფიციალური პირების ცნობით, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და ათობით პირი დაიჭრა კვირას, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კადუნაში, მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. მნიშვნელოვნად დაზიანდა ახლოს მდებარე რესტორნები, სასტუმრო და ორი ეკლესია. რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში რელიგიური კონფლიქტი მიმდინარეობს, რომელსაც ბევრი სიცოცხლე ემსვერპლა. ოფიციალური პირების ცნობით, არსებობდა გაფრთხილება, რომ ამ რეგიონში აღდგომის დღეებში თავდასხმები იგეგმებოდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ჯგუფს არ აუღია.