ეგვიპტეში სასამართლომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა შეაჩერა

ეგვიპტის სასამართლომ სამშაბათს შეაჩერა იმ კომისიის მუშაობა, რომელიც ქვეყნის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობდა და რომელიც გასულ თვეში შეიქმნა. ადვოკატებმა და ლიბერმალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეიტანეს საჩივარი, რომელშიც ისინი ისლამისტური უმრავლესობის პარლამენტს ძალაუფლების გადაჭარბებაში დებენ ბრალს. კომისიg პარლამენტმა შექმნა, ორმა ათეულმა წევრმა დატოვა კომისიg კენჭისყრის პროცესის მიმართ პროტესტის გამო. ასწევრიანი ორგანო შედგება პარლამენტის წევრებისა და საჯარო პირებისგან. მაგრამ, მასში მცირე უმრავლესობა ისლამურ ძალებს აქვთ. კომიტეტის მიერ შექმნილი კონსტიტუციის პროექტი რეფერენდუმზე უნდა იქნეს გატანილი.