თბილისის რეზიდენციაში პრეზიდენტი უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტის თბილისის რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. მისი დასრულების შემდეგ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ საუბარი იყო ყველა მიმდინარე პროექტზე. გაბაშვილის თქმით, დეტალურად განიხილეს ჯანდაცვის პროგრამები, პენსიონერთა დაზღვევის მნიშვნელოვანი საკითხი, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობა და საირიგაციო და სამელიორაციო სისტემების მდგომარეობა.