ავღანეთში დაჭრილი ალექსანდრე ტუღუში ლეონ პანეტამ სარეაბილიტაციო ცენტრში მოინახულა

ავღანეთში დაჭრილი ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ სარეაბილიტაციო ცენტრში მოინახულა. ეს ინფორმაცია დღეს გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. ვიცე-პოლკოვნიკი ტუღუში სამშვიდობო მისიის შესრულებისას ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში გასულ წელს დაიჭრა და რებილიტაციის მიზნით აშშ-ში, რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში იმყოფება.