დააპატიმრეს მონღოლეთის ყოფილი პრეზიდენტი

მონღოლეთში ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ნამბარინ ენხბაიარი დააპატიმრეს. მას ბრალი ედება კორუპციაში, თუმცა საქმის დეტალებს არ ავრცელებენ. ენხბაიარს პრეზიდენტის სავარძელი ეკავა 2005-დან 2009 წლამდე. ის მონღოლეთის კომუნისტური პარტიი მემკვიდრე, სახალხო-რევოლუციური პარტიის თავმჯდრომარეა. პრეზიდენტად არჩევამდე ის ოპოზიციის ლიდერი იყო, 2004 წელს თავმჯდომარეობდა პარლამენტს. ნამბარინ ენხბაიარი პროფესიით მწერალი და მთარგმნელია. მან 1980 წელს დაამთავრა მოსკოვის ლიტერატურული ინსტიტუტი.