ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი დაქორწინებას აპირებენ

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილმა წყვილმა, ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ გადაწყვიტეს დაქორწინდნენ შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ. პიტის მენეჯერმა, სინტი პეტ-დანტემ განაცხადა, რომ წყვილმა გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ქორწინების თარიღი არ არის ჯერ ცნობილი. წყვილი სამ ბიოლოგიურ და სამ ნაშვილებ ბავშვს ზრდის.